Newsletter
Careers

ხშირად დასმული კითხვები


ყველა კითხვა

ხშირად დასმული კითხვები




კონტაქტი

Phone: +995 591 592 592
Mail: info@geo4world.com
  • სამუშაო გრაფიკი
  • ამანთის გაგზავნის ღირებულება
  • ამანათის წონის დაანგარიშება
  • ამანათის ტრანსპორტირების ვადები
  • ამანათის მაქსიმალური დასაშვები წონა
  • საქართველოდნ გასაგზავნი აკრძალური ნივთების ჩამონათვალი
  • ამანათის დაზღვევა
  • ხელმოწერით ჩაბარება
სამუშაო გრაფიკი

ორშაბათი-პარასკევი

10 სთ-დან – 19 სთ-მდე

ამანთის გაგზავნის ღირებულება

ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება დამოკიდებულია მის წონაზე და მიმღების მისამართზე, თუ რომელ შტატში ხდება მისი გაგზავნა.

ზუსტი ღირებულების დაანგარიშება შესაძლებელია ჩვენს საიტზე არსებული კალკულატორის საშუალებით.

ამანათის წონის დაანგარიშება

ამანათის წონა ითვლება რეალურ და მოცულობითი წონებს შორის მაქსიმალური მაჩვენებლით. მოცულობითი წონის დაანგარიშების ფორმულაა: სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 – სანტიმერტებში

ამანათის ტრანსპორტირების ვადები

ამანათის ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს, რეისის შესრულებიდან 8-12 სამუშაო დღეს (თუ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ მოხდა ტვირთის შეფერხება. მაგ. ავია კომპანიის მიერ შეცვლილი ან გაუქმებული განრიგი)

ამანათის მაქსიმალური დასაშვები წონა

ერთი ამანათის მაქსიმალური დასაშვები წონა არის 30კგ და ასევე სიგრძე+(სიგრძე+სიგანე)*2 არ უნდა აღემატებოდეს 274 სმ-ს.

საქართველოდნ გასაგზავნი აკრძალური ნივთების ჩამონათვალი

ქვემოთ მოყვანილია ამერიკაში იმპორტისათვის აკრძალული ნივთების ჩამონათვალი. ამ სიიდან რაიმეს გაგზავნის მცდელობამ შესაძლოა გამოიწვიოს კრიმინალური პასუხისმგებლობა, ჯარიმა და პატიმრობაც კი:

  • აეროზოლები, საშუალებები, რომლებიც შეიცავენ დეზედორანტს ( სუნამოები, ლაქი, დეზოდორანტები და ა.შ…)
  • საშიში საგნები: იარაღი და სათადარიგო ნაწილები / მისი აქსესუარები ( ოპტიკა, პეინტბოლის სათამაშო იარაღი), ასაფეთქებელი ნივთიერებები, ფეიერვერკები, რადიოაქტიური მასალები, იარაღის და საბრძოლო მასალების დაშლილი კომპონენტები.
  • ავტო სათადარიგო ნაწილები ( ძრავები, გენერატორები, რედუქტორები ან ნებისმიერი მათი მაწილები, რომლებიც შეიცავენ ნავთობპროდუქტებს, გაზის ამორტიზატორები, უსაფრთხოების ბალიშები, აკუმულატორები და ა.შ.)
  • ცეცხლმაქრობი, სამაშველო ჟილეტები ან ბრონეჟილეტები
  • კასტიკური და აალებადი ნივთიერებები ( საღებავები, წებოები, ქიმიური ნივთიერებები, ადვილადაალებადი ფისოვანი გამხსნელები, სითხეები, შეკუმშული ჰაერი, პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ნებისმიერ გაზებს, მჟავებს, ლაქს…)
  • საყოფაცხოვრებო საქონელი, რომლებიც შეიცავს ადვილად აალებად ან აგრესიულ სითხეებს.
  • ლითიუმის ელემენტები ( იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ლითიუმის ბატარეები შედის ტელეფონის, ლეპტოპის, პლანშეტის ან სხვა ელექტრომოწყობილობის ქარხნულ კომპლექტში)
  • ცოცხალი ან არაცოცხალი ცხოველები, თესლები, მცენარეთა ნერგები, მინერალური ქვების ნიმუშები
  • მაგნიტები ან საგნები, რომლებიც შეიცავს ფერომაგნიტურ მასალებს
  • ფული ან აქციები, ობლიგაციები, ანტიკვარიატი (სურათები, მონეტები და ა.შ.), ძვირფასი ლითონები
  • პასპორტები, დაბადების მოწმობები, საბუთები, წერილები, ფასიანი ქაღალდები
  • პორნოგრაფიული მასალა
  • წამლები, მედიკამენტები
  • თამბაქო და თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს ნაწარმის აქსესუარები, ელექტრონული სიგარეტები და მისი შემადგენლები
  • ცხოველების ტყავი, ქურქები, სპილოს ძვალი და სპილოს ძვლის ნაკეთობა
  • სასმელები
  • ალკოჰოლი
  • ნებისმიერი ცხოველის საკვები
  • სამხედრო უნიფორმა და მისი შემადგენლობები
  • ყველა საქონელი, რომელთათვისაც ამერიკის კანონმდებლობით საჭიროა ლიცენზია იმპორტისათვის ( ასეთი ლიცენზიის წარმოდგენის გარეშე)
  • სამხედრო დანიშნულების საქონელი
  • საქონელი, რომელსაც ჭირდება სპეციალური ტემპარატურული რეჟიმი
  • შეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური მასალები, საქონელი, რომელიც პროპაგანდას უწევს ან იწონებს ძალადობას, სიძულვილს, რასობრივ, სექსუალურ ან რელიგიურ თავშეუკავებლობას, ან აპიარებს ორგანიზაციებს ასეთი შეხედულებებით.
  • ნარკოტიკული საშუალებები და აკრძალული ნივთიერებები, აგრეთვე პრეპარატები, რომლებიც უნდა გაიცემოდეს მკაცრად ლიცენზიით.
  • სახიფათო ნივთიერებები, ისეთები როგორიცაა ვერცხლისწყლის ბატარეები, გამწმენდები, განკუთვნილი სამრეწველო მიზნებისათვის, ფეიერვერკები და ა.შ.
  • პროდუქტები, რომლებიც გამოხატავენ სიშიშვლეს: სამოყვარულო პორნოგრაფია, საქონელი, რომელიც შეიცავს ეტიკეტზე სიშიშვლეს და ა.შ.
  • ამაზონზე რამდენიმე კატეგორიაში საქონლის განთავსება მოითხოვს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენას და ადმინისტრაციასთან შეთანხმებას. კერძოდ, იკრძალება გაყიდვა სანათი მოწყობილობების, საბავშვო საწოლების, სათამაშოების, სამკურნალო საშუალებების, რომელთაც ვერ გაიარეს ლიცენზია აშშ-ში. სათამაშოების გაყიდვა, რომლებიც იარაღის იმიტაციაა, დასაშვებია მხოლოდ ცალკეულ კატეგორიებში და ასევე მოითხოვს წინასწარ შეთანხმებას.
ამანათის დაზღვევა

სადაზღვევო თანხა შეადგენს ამანათის დეკლარირებული ღირებულების 2,5%. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურდება მხოლოდ დეკლარირებული ღირებულება. თუკი ამანათი არ იყო დაზღვეული მისი დაკარგვის შემთხვევაში მატერიალური ზარალის ანაზრაურება არ ხდება.

ხელმოწერით ჩაბარება

გზავნილის მიმღები ხელმოწერით ადასტურებს ამანათის მიღებას. სერვისის ღირებულება შეადგენს 6$.